პოლიტიკა
რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია აქვთ - გრიგორი კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები გააქტიურებისკენ მიდის.
„ჩვენ მივესალმებით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ჯერჯერობით, ისტორიული მიზეზების გამო, თბილისში შვეიცარიის საელჩოს განყოფილება ფუნქციონირებს, სადაც ჩვენი დიპლომატები მუშაობენ. ზუსტად ასე ჰქვია — შვეიცარიის საელჩოს განყოფილება. ანალოგიურად, არსებობს შვეიცარიის საელჩოს განყოფილება მოსკოვში, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს და სადაც ქართველ დიპლომატებს აქვთ თავიანთი მისია. ასე რომ, მთლიანობაში ურთიერთობები გააქტიურების ტენდენციას ავლენს,“ – აღნიშნა კარასინმა.
„ჩვენ გვწამს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა საგრძნობლად მომწიფდა, – ხაზგასმით თქვა კარასინმა. – საქართველო დღეს უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხებს. მას აღარ სურს სხვისი ინტერესებისთვის ომი. ეს მოწონებას იმსახურებს რუსეთის საზოგადოებრივ აზრში. თანდათან ვითარდება ტურიზმიც და ქართველი ტურისტების ვიზიტებიც ჩვენს ქვეყანაში.“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


