პოლიტიკა
რუსეთის ვიზის აღება ფულის სანაცვლოდ რომ ხდება, ნამდვილად არ ვიცი - გიორგი ლომია
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ რუსეთის ვიზებთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას განაცხადა, რომ არაფერი არ სმენია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვის შესახებ.
„ჩვენ ვიღებთ ვიზებს უპრობლემოდ. ის, რომ [ვიზის აღება] ფულის სანაცვლოდ ხდება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს კოლეგებთან“, -თქვა ლომიამ რუსეთის საკონსულოსთან გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, ის ამ საკითხით დაინტერესდება.
„აქამდე ვიცოდით, რომ გაუსაძლისი მდგომაროება იყო, დავაყენეთ ეს საკითხი და შევთანხმდით, რომ ადამიანი უფრო ადვილად მიიღებს ვიზას, ვიდრე იღებდა აქამდე, მაგრამ ამისთვის უფრო მეტია გასაკეთებელი ვიდრე სიარული მოსკოვში“, -თქვა ლომიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულის გამოძალვის შემთხვევებზე თაღლითობის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება „კურიერში“ გასულ რეპორტაჟს, რომლიდანაც ირკვევა, რომ მოკლევადიანი ვიზის მისაღებად მოქალაქემ 350 აშშ დოლარი (დაახლოებით 900 ლარი) უნდა გადაიხადოს ქრთამის სახით.
გამოძიების დაწყების პარალელურად რუსეთის საკონსულოსთან რუსეთის ვიზების მიღების მსურველებს სიცხეში უწევთ დგომა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


