პოლიტიკა
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი სტუდენტების რაოდენობა მატულობს - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადეგნელთან რუსეთთან ურთეირთობის საკითხში- ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკების პრაღის ფორმატს, დადებითად აფასებს.
ამის შესახებ კარასინმა Известия - თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა რუსეთ-საქართველოს დიალოგში უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოთაშორისი არხია.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მომხრე ვიყავით, 2012 წელს თბილისიდან წამოსულ პოზიტიურ სიგნალს, ამ ფორმატის შექმნის შესახებ, მაშინვე გამოვეხმაურეთ.
დაწყებული არაფორმალური დიალოგის მეშვეობით, ორივე მხარის ძალისხმევით, მოხერხდა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში პოზიტიური შედეგის მიღწევა. გასულ წელს ტვირთბრუნვამ 707 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დღეს, რუსეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. რუსეთი საქართველოს მიერ ექსპორტირებული ღვინის ნახევარზე მეტს ყიდულობს, ასვეე მანდარინის მოსავლის მეოთხედს.
სწორედ რუსეთიდან შედის საქართველოში ფულადი გზავნილების უდიდესი ნაწილი, და ეს ციფრი წელიწადში 400 მილიონი დოლარია. ასევე, რეგულარულად სრულდება ავიარეისები რიგი ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით. მოქმედებს, 20-ზე მეტი საერთაშორისო ავტობუსების მარშრუტი. ასევე, აქტივიზირებულია კონტაქტები მეცნიერებს, ბიზნესმენებსა და ახალგაზრდებს შორის. რუსეთის უმაღლესებში ქართველი სტუდენტების რაოდენობა მატულობს“,-აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, ზურაბ აბაშიძესთან მომდევნო შეხვედრის დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა.
დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა საქმიან ვითარებაში ჩაივლის.
პრაღაში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ივლისის დასაწყისში შედგება.
მონიკა დავლიანიძ
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


