პოლიტიკა
რუსეთის თანამშრომლობის შანსებს ამცირებს - ეშტონ კარტერი
აშშ-ის უსაფრთხოების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა, რომელიც მალე დატოვებს თავის თანამდებობას, განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკა მასთან თანამშრომლობის შანსებს ამცირებს.
“არის სფეროები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მაგრამ მათი რიცხვი მცირდება რუსეთის სტრატეგიის გამო“,- ამბობს კარტერი ბლუმბერგთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მსგავსი პოლიტიკა 10 წელია გრძელდება.
პენტაგონის თავკაცმა აღნიშნა, რომ რუსეთი და აშშ თანხმდებიან ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამების შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე ბალკანეთში არსებულ სიტუაციაზე.
მიუხედავად ამისა, ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე.
“მაგრამ, თუკი რუსეთის მთავრობა თავის ინტერესებს აშშ-ს წინააღმდეგ აყენებს, მაშინ გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ მსგავს მოტივაციას - ესაა მთავარი გამოწვევა მომავალში“,- ამბობს კარტერი.
შეგახსენებთ, რომ თავისი საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ შეძლებს პუტინთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას. ასევე Times-თან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა მოუხსნას რუსეთს სანქციები ბირთვული მარაგის შემცირების სანაცვლოდ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


