პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკები შეაფასონ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკები.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო განაცხადეს, რომელმაც მოსკოვის ექსმერი იური ლუჟკოვი „შავ სიაში“ ჩასვა.
,,დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია თანამოქალაქეთა დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან მიმართებაში გაჯანსაღების პროცესს.
„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის „არასასურველი პირების“ სიაში შეყვანის შესახებ მის მიერ მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის გამო. როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ძნელია რაციონალურად ასეთი ქმედების ახსნა - ქართულ-რუსულ ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთის“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


