პოლიტიკა
რუსეთის პასუხები, თითქოს მას არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან არ აქვს არანაირი კავშირი, აბსოლუტურად მიუღებელია - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისა და ადვოკატებისთვის რუსეთის გენერალური პროკურატურიდან გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა, რომ ტატუნაშვილის საქმეზე შეტანილი კერძო თუ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, ყველა შემთხვევაში, რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გულისხმობს.
„სარჩელი რეალურად შედის სწორედ რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელია წერილი, რომელიც კერძო სარჩელის მომზადების პირობებში მიიღო ორგანიზაციამ, რომელიც ოჯახს ეხმარება, ან პასუხები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ზოგადად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თუ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიის შემდგომ მისი გადმოსვენების პერიოდში, თითქოს, რუსეთს ამასთან არ აქვს არანაირი კავშირი.
ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი მხარე იქნება რუსეთი, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმხორციელებელი, ასევე სახელმწიფო, რომელსაც აქვს ვალდებულება, პასუხი აგოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და უფლებების შელახვასა და დარღვევაზე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისი თქმით, ეს იმ რეალობის გამოხატულებაა, რომელშიც საქართველო განგრძობადი ოკუპაციის პირობებში იმყოფება და, რომელზეც რუსეთის გარდა მთელი მსოფლიო საუბრობს.
„რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები“, – უთხრა სახელმწიფო მინისტრმა პირველ არხს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისა და ადვოკატებისგან გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


