პოლიტიკა
რუსეთის მტკიცებით, გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს - საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი
სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატის, ბენ ემერსონის თქმით, რუსეთი ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა არ გამოუყენებიათ და დანაშაული ფაბრიკაციაა.
როგორც ემერსონმა სხდომაზე გამოსვლისასა ისაუბრა, რუსული მხარის ვერსია რთული დასაჯერებელია.
ადვოკატის თქმით, რუსეთი იმასაც ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს.
„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იყო ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული.
როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.
თავის მხრივ, რუსულმა მხარემ გამოსვლისას გაიმეორა ის არგუმენტები, რომლებსაც კრემლი იყენებს, და განაცხადა, რომ „ცხინვალს საქართველოს შეირაღებული ძალები დაესხა თავს“.
რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლის თქმით, „რუსულმა სამხედროებმა გააკეთეს მაქსიმუმი იმისთვის, რომ სამოქალაქო პირების უსაფრთხოება დაეცვათ, მათ შორის გააკეთეს ყველაფერი იმისთვისაც, რომ უზრუნველეყოთ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებაც, რომლებსაც მანამდე ქართველები დაესხნენ თავს“.
სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“, რომელშიც საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, დასრულდა. მას განიხილავდა დიდი პალატა, რომელიც 17 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


