პოლიტიკა
რუსეთის მხრიდან ვხედავთ პოლიტიკურ წნეხს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე - ირაკლი აბესაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე გამოეხმაურა „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას ქართული ალკოჰოლური სასმელის რუსეთში არდაშვების შესახებ. დეპუტატმა „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილება პოლიტიკურ წნეხად შეაფასა.
„რუსეთის მხრიდან ვხედავთ პოლიტიკურ წნეხს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად, კვლავ ქართული ბაზარი და ექსპორტი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული გახდა რუსეთზე. გასული ხუთი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა 85%–ით, მაშინ, როდესაც, ამავე პერიოდში რუსეთთან გაიზარდა 700%–ით. ეს არის დანაღმულ ველზე ქვეყნის ეკონომიკის მიზანმიმართული შეყვანა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა და სამწუხაროდ, ყველა ჯერზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ეცდება, გადადგას ნაბიჯი, რომელიც არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლებას, მტრულად განწყობილ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება, ასეთი, რაც მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებზე და თითოეულ ოჯახზე“, -თქვა აბესაძემ.
ცნობისთვის, „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ საქართველოდან შემოსული ალკოჰოლური სასმელი არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით რუსეთის კანონმდებლობას. უწყების თქმით, რუსულ ბაზარზე 16 000 ლიტრზე მეტი მოცულობის ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


