პოლიტიკა
რუსეთის ხელისფულებამ მიიღო მესიჯი, რომ ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების სურვილი არ გაგვაჩნია-ნინო ბურჯანაძე
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, პოლიტიკაში არ უნდა დაუშვა შეცდომა, ოპონენტი ამას სათავისოდ გამოიყენებს.
მითუმეტეს, როდესაც მასთან არც თუ ისე მეგობრული ურთიერთობები გაქვს.
ამის შესახებ ბურჯანაძემმ რუსეთ-საქართველოს ურთოერთობაში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვსაუბრობდით რუსეთის ჯარების გაყვანაზე, ტერიტორიების დაბრუნებასა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. რა თქმა უნდა, აბსურდია ის 3-4%, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, მაგრამ რეალურად ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 12 % და არა 30 %. ანუ რუსეთის ხელისფულებამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისაგან მიიღო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ამ აღნიშნული თემების მოგვარების სურვილი არ გაგვაჩნია და ეს პრობლემები არა აქტუალურია,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მოდის ძალა, რომელიც პრაქტიკულად არ საუბრობს და არაფერს აკეთებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მოსაგვარებლად, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღებულია კონფლიქტების დარეგულირების თემა არც უნდა გაგვიკვირდეს , რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ამ ვითარების სათავისოდ გამოსაყენებლად.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


