პოლიტიკა
რუსეთის ექს-პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით შექმნილი ფონდი თბილისში მორიგი ფორუმის გამართვას აპირებს
საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირი გორჩაკოვის ფონდთან ერთად 13-14 ოქტომბერს თბილისში, დიდუბე პლაზაში რუსეთისა და საქართველოს არაკომერციული ორგანიზაციების ახალგაზრდა ლიდერების ფორუმს გამართავს, რომლის სახელწოდებაცაა „სახალხო დიპლომატია-კომპრომისების დიალოგი“. ამის შესახენ ინფორმაცია ფონდმა გაავრცელა, რომელიც 2010 წელს რუსეთის ექს-პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით შეიქმნა.
ფორუმის განცხადებით, ფორუმის მთავარია მიზანია, რომ „შეიქმნას პლატფორმა რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდების მოწინავე წარმომადგენლების აქტიური ურთიერთობებისთვის“. ავტორების აზრით, პროექტი ხელს შეუწყობს „რუსულ-ქართული დიალოგის განვითარებას“ და ფორუმის დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ „საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის გაღრმავების მექანიზმების შემუშავებაში, მათ შორის ქართულ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ეროვნულ დიპლომატიის როლის შესრულების პოტენციალის გაძლიერებაში“.
ფონდის ინფორმაციით, ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ რუსი და ქართველი მოოღვაწეები პოლიტიკის, განათლების, კულტურის სფეროდან ასევე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საქართველოს რუსულენოვანი დიასპორის აქტივისტები.
ცნობისთვის, სექტემბერში თბილისში ჩატარდა ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ. ფორუმის ფარგლებში გამართული კონფერენცია „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამყარების საქმეში“, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო „რუსეთი-ოკუპანტია“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


