პოლიტიკა
რუსეთის დუმის დეპუტატებმა წუხილი გამოთქვეს, რომ საქართველო ინტენსიურად თანამშრომლობს ნატოსთან - ადა მარშანია მოსკოვურ ვიზიტზე
პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ მოსკოვში რუსეთის დუმის დეპუტატებთან ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, რუსი დეპუტატები შეშფოთებული არიან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობით.
„რასაკვირველია, წუხილი გამოთქვეს რუსმა კანონმდებლებმა იმაზე, რომ საქართველო ინტენსიურად თანამშრომლობს ნატოსთან. ჩვენ მათ ვუპასუხეთ, რომ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც, ადამიანურადაც სრული უფლება გვაქვს, ვითანამშრომლოთ ნატოსთან, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ რუსი კოლეგები ხედავენ ამაში საფრთხეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ, რასაკვირველია, ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია და მარტივია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორია არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთზე თავდასხმისთვის ნატოს მხრიდან“, - უთხრა მარშანიამ ტელეკომპანია „ობიექტივს“.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განცხადებით, მათ შესთავაზეს რუს კოლეგებს, შეიქმნას საქართველო-რუსეთი-ნატოს ფორმატი. მარშანიას თქმით, დუმას დეპუტატები ამით დაინტერესდნენ, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ „ნატოსთან ურთიერთობისგან დიდ არაფერს არ ელიან“.
მარშანიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ რუსეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის თქმით, ინიციატივა გულისხმობს საქართველოს პარლამენტის ყველა ფრაქციის გაერთიანებას ამ ჯგუფში.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქნით პარლამენტთაშორისო ჯგუფს, რუსეთ-საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებისგან. რუსეთის ფედერაციის დუმა მზადაა, შექმნას ეს ჯგუფი, სრულიად პარლამენტის სახელით გვესაუბრნენ.
რაც შეეხება ჩვენს პარლამენტს, მოგეხსენებათ, რომ აქ საკმაო სირთულეებია. ჩვენ, რასაკვირველია, შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს, რომ ანალოგიური ჯგუფი შეიქმნას საქართველოს პარლამენტში და ყველა ფრაქცია უნდა იყოს გაერთიანებული“, - თქვა მარშანიამ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით, უნდა განახლდეს დიალოგი ოსებთან და აფხაზებთან, რომელსაც რუსეთი უშუამდგომლებს.
„ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ძალიან გვაღელვებს და გვაწუხებს, რომ ჩვენთვის ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობა გართულებული და უმიმესია, და ის ვითარება, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ უკუსვლა გვაქვს ამ საკითხში. დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვისაუბრიოთ როგორც აფხაზებთან. ასევე ოსებთან. ისიც დავაფიქსირეთ, რომ ვიმედოვნებთ, რომ ამ პირდაპირი დიალოგის გამყარებაში რუსეთის ფედერაცია ჩვენ დაგვეხმარება, კერძოდ საკანონმდებლო ორგანო“, - განაცხადა მარშანიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და რუსეთის დუმას დეპუატატებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმოსვლის გამარტივებასა და აფხაზეთში, კერძოდ, გალის ქართული სკოლებისთვის ქართული სახელმძღვანელოების მიწოდებაზე. საუბარი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციაზე. ადა მარშანიას თქმით, მათ შესთავაზეს „შენგენის ვიზის ანალოგიური“ მოდელი. მისი აზრით, ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა გამარტივდეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


