პოლიტიკა
რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, შეუძლებელია რუსეთთან მარტოდ დარჩენა - სალომე ზურაბიშვილი
იმ კონფიგურაციაში, რომელიც ახლაა, რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, შეუძლებელია რუსეთთან მარტოდ დარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან და ისინი ჩვენს გვერდით და ზურგს უკან უნდა იყვნენ. მომავალში ჩვენ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ ეს მარტო არ უნდა ვქნათ. ეს საერთო დიალოგის ნაწილი უნდა იყოს. თუ ეს მოხდება, ეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ჩვენი პოზიცია და შევათანხმოთ ის ევროპელ პარტნიორებთან. თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთთან დიალოგისკენ სვლას დაიწყებენ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო გვერდზე არ დატოვეს, რომ საქართველოს პრინციპები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ამ მოლაპარაკებების ნაწილია და საიმედოდ დაცული იქნება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


