საზოგადოება
რუსეთიდან მოდის ისეთი ზეთი, რომელსაც იქაურ ქსელში ვერ ნახავთ, იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება - გიორგი ადეიშვილი
"რუსეთიდან მოდის ისეთი ზეთი, რომელსაც იქაურ ქსელში ვერ ნახავთ, იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება" - ამის შესახებ განაცხადა ზეთის მწარმოებელი საწარმოს, შპს ჯოლიოს მმართველმმა პარტნიორმა, გიორგი ადეიშვილმა ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.
"დაბალი ხარისხის ზეთი, რომელიც მოდის 90% რუსეთიდან, არ არის იმ სტანდარტებით ნაწარმოები, რომელსაც მაგალითად მე მომთხოვთ საქართველოში. [...] ჩვენ 13 ქვეყანაში გვაქვს ზეთის ექსპორტი განხორციელებული. მუდმივი პრობლემა იყო, რომ ექსპორტზე ბევრად უფრო კომფორტულად ვყიდდი ამ საქონელს, ვიდრე ქართულ ქსელებში. არც შევსულვართ თითქმის, ე.წ. ზეთის რუსული ნაკადის გამო. ბრენდირებულ ზეთებზე არ ვამბობ, მაგრამ იაფიანი ზეთის სეგმენტში, რუსეთიდან მოდის ისეთი მწარმოებლის ზეთი, რომელსაც რუსეთში ქსელში ვერ ნახავთ, იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება ეს პროდუქტი. [...] რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აი ამ სამ ქვეყანას შეუძლია მომაწოდოს მზესუმზირა. სამივესგან ისეთი გადასახადებია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მზესუმზირის მიღება. ჩვენი საწარმო ელოდება, როდის მორჩება [რუსეთ-უკრაინის] ომი, 40 000 ტონა ზეთი ესაჭიროება საქართველოს და აქედან მისი გამომუშავება და ამის დამზადება ნულია", - თქვა ადეიშვილმა
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


