პოლიტიკა
რუსეთი ცდილობს ყველანაირად ხელი შეუშალოს საქართველოს რომ ნატოს შეუერთდეს - იან კელი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში.
კელის თქმით, რუსეთის აგრესიის შესამცირებლად და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად არის მიმართული აშშ-ის პროგრამები.
„რუსეთი ცდილობს, ყველანაირად ხელი შეუშალოს საქართველოს, რომ ნატოს შეუერთდეს. გარდა ამისა, რუსეთმა შეასუსტა საქართველოს მთლიანობა, მისი საზღვრები, რადგან ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი. ამისთვის ხორციელდება მრავალი პროგრამა, რომ გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, იმისთვის, რომ მოხდეს აგრესიის შეჩერება. ამერიკის შეერთებულოი შტატების პროგრამები თავდაცვის სფეროში სწორედ ამას ემსახურბა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


