უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 აპრილი, 2025 18:09
font-size

რუსეთი მტერია და მტერია ყველა ვინც მისი ეგოს მოსაფხანად დღევანდელ მასკარადს მართავს - აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე

აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და წერს:

„მე აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე ვარ. ჩემი ოჯახი სამაჩაბლოდან დევნილები არიან.

2008 წლის აგვისტოში, ცხოვრება თავზე ჩამომენგრა. 24 წლის ქალი 2 მცირეწლოვანი შვილით მარტო

დავრჩი და არ ვიცი ცხოვრების გაგრძელება როგორ მოვახერხე. ამ ქვეყანას შევწირე ყველაზე ძვირფასი ჩემთვის – მეუღლე.

შვილები დამიობლდნენ… ოჯახი საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ვიქეცით. რაც მთელი ცხოვრება უშრომიათ ჩემ მოხუც ბებია-პაპას, 1 დღეში ნაცრად ექცათ. რუსეთი მტერია და მტერია ყველა ვინც მისი ეგოს მოსაფხანად დღევანდელ მასკარადს მართავს.

ეს რაც ამ დღეებში ხდება ბოროტებაა! ქვეყნის, ერისა და ჩვენი გმირი ვაჟკაცების წინაშე. შეურაცხყოფაა, ყველა ცოცხალი თუ გარდაცვლილი მებრძოლის და მათი ოჯახების.

გული მიკვდება… 17 წლის მანძილზე, უკვე რამდენჯერ დაგვჭირდა ჩვენი გმირების მიმართ ნასროლი ტალახის ჩამორეცხვა.

ხალხო, რა გვჭირს? რა დაგვემართა? რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს? ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც თუ რას განიცდიან ვეტერნები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა? თავის შეწირვა? წარმოგიდგენიათ რა ხდება ჩვენი ცოცხალი მებრძოლების გულებში ეხლა? ვინც საკუთარი მკერდით იცავდა ქვეყნის ინტერესებს 2008-ში?

ბოდიში! მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდება ამ უსუსური მდგომარეობიდან… ბოდიში, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩავაგდეთ თვითოეულმა ჩვენგანმა.

რუსეთი მტერია და ოკუპანტია! რუსეთის ინტერესების გამტარებლები საქართველოში კი დამნაშავეები არიან!!!

სოლიდარობა, ამ მძიმე დღეებში 2008 წლის აგვისტოს გმირების ოჯახებს. ასევე ცოცხალ მებრძოლებს, ცოცხალ გმირებს და მათ ოჯახებსაც. რა სამწუხაროა,“ – წერს თეა ტაბატაძე.

შმაგი სოფრომაძეს საქართველოს გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს.

შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. ის უმცროსი სერჟანტი იყო.

აგვისტოს ომის დროს დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას ტყვედ ჩავარდა. შმაგი სოფრომაძე დახვრიტეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ფეხი დაედგა საქართველოს სახელმწიფო დროშაზე.

ისნის რაიონში, სამხედრო ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას 2018 წელს შმაგი სოფრომაძის სახელი ეწოდა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი