პოლიტიკა
რუსეთი ხშირად ამბობს, რომ დასავლეთს საქართველო არ სჭირდება,მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რა სურს საქართველოს-დენიელ ფრიდი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების დაწესების ყოფილი კოორდინატორი, დენიელ ფრიდი მიიჩნევს, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილ ქვეყნებს, რომლებმაც ძლიერი დემოკრატიული და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყო, აქვთ ყველა უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის ბედი“.
როგორც ფრიდმა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, ასეთი ქვეყნების უფლებაა იყვნენ ტრანსატლანტიკური საზოგადოების და საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილი, ამ პროგრესს ცივი ომის დასრულებიდან თითქმის 20 წელი დასჭირდა.
დიპლომატის თქმით, ქართველები ევროპაში საკუთარ ადგილს იმსახურებენ.
„ ეს მიზანი ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის. თქვენ იმსახურებთ თქვენს ადგილს ევროპაში იმის მიხედვით, რასაც თქვენვე გააკეთებთ და ამას არ წყვეტს მოსკოვი. მესმის რომ ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია ყოველთვის მარტივად არ ვითარდება, და საქართველოს ჯერი აუცილებლად მოვა“,-აღნიშნა ფრიდმა.
რაც შეეხება რუსეთის ჩარევას სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, დენიელ ფრიდი აღნიშნავს, რომ რუსეთის გავლენა მასში შეშფოთებას იწვევს.
”მისი შავი ფული, მისი მცდელობები გავლენა იქონიოს სხვა ქვეყნების არჩევნებზე. ამის მაგალითები გვქონდა შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში. რა თქმა უნდა მაშფოთებს რუსეთის გავლენა, მაგრამ ძალიან ხშირად რუსეთი მიზანს ვერ აღწევს, რუსეთს უნდოდა საქართველოს დემოკრატიზება შეეჩერებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. შეცდომაა იმის დაშვება, რომ რუსეთი მიზანს მიაღწევს, მხოლოდ იმიტომ რომ ის ტოტალიტარული სახელმწიფოა, ჩვენ კი დემოკრატიული. მესმის ქართველების იმედგაცრუების. საქართველოს თავს დაესხა მასზე ბევრად დიდი და ძლიერი მეზობელი, ტერიტორიები ოკუპირებულია, ხალხი დევნილობაში. ეს ყველაფერი იმედგაცრუებას იწვევს. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ დასავლეთს საქართველო არ სჭირდება, რომ დასავლეთი საქართველოს არასდროს მიიღებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით მთავარია რა სურს საქართველოს. მთავარია რა სურთ ქართველებს და არა ის თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსთვის. მე ამერიკელი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ოპტიმისტი ვარ. საქართველოში პირველად საბჭოთა კავშირის დროს ჩავედი, მაშინ რომ ქართველებისთვის გვეკითხა როდის გახდება საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, ალბათ 5 პროცენტზე ნაკლები თუ იფიქრებდა, რომ ეს მათ სიცოცხლეშივე მოხდებოდა. მაგრამ ეს მოხდა. ცვლილებები იმაზე მალე ხდება, ვიდრე ხშრად წარმოგვიდგენია“,-ამბობს დენიელ ფრიდი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


