პოლიტიკა
რუსეთი ახდენს ბირთული შესაძლებლობების მოდერნიზებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია - იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთი ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზებას ახდენს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომლის მონაწილე პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და აგრესიაზე ისაუბრეს.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის ჰიბრიდულ საფრთხეების წინააღმდეგ წვრთნებს ატარებს.
გარდა ამისა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება.
„ტრანსატლანტიკური ალიანსი რჩება ყველაზე ეფექტიან, ძლიერ და საიმედო ალიანსად. ჩვენ საერთო უსაფრთხოებისთვის ყოველთვის მზად ვართ, საჭირო დროს, საჭირო ზომები მივიღოთ. ერთად ვმუშაობთ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ასევე ავღანეთში, ერაყში, საქართველოში, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთში.
ვატარებთ წვრთნებს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ რუსეთი ახდენს ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია.
რაც შეეხება ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ნატო-ს უკვე აქვს საქართველოში ერთობლივი წვრთნების ცენტრი, მხარდაჭერას სხვა მიმართულებითაც გავაგრძელებთ",-განაცხადა სტოლტენბერგმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


