უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2026 09:40
font-size

რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, მშვიდობამ უნდა დაისადგუროს, უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს - შალვა პაპუაშვილი

დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოც ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში.

„მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. დიდი ძალების ინტერესთა დაპირისპირების დროს კი ყველაზე მძიმე ფასს იხდის ის ქვეყანა და ის ხალხი, რომლის მიწაც ბრძოლის ველად იქცევა.

ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს. უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს.

უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს. საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას. თუმცა ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით ოთხი წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც“, – წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი კვლავ ახალი დაპირისპირებების საფრთხის წინაშე დგას, საქართველოსთვის სიმტკიცე, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაა.

„სამწუხაროდ, ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება. ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა.

ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის. ვუსურვებთ მათ გამძლეობას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას“, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი