უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აგვისტო, 2025 16:23
font-size

რუსები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მე დამეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩამოკიდებით“ მემუქრებოდნენ - მე არამხოლოდ ფეხი არ მოვიცვალე, არამედ შევძელი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია - მიხეილ სააკაშვილი

რუსები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მე დამეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩამოკიდებით“ მემუქრებოდნენ. მე არა მხოლოდ ფეხი არ მოვიცვალე, არამედ შევძელი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ქართული ჯარის თავგანწირვამ, მოგვიანებით კი ამერიკისა და ევროპის ლიდერების ჩარევამ იმ ეტაპზე ვლადიმერ პუტინს ხელი ააღებინა საქართველოს სრულ ოკუპაციაზე.

„რა უნდა გვახსოვდეს 2008 წლის 7 აგვისტოზე? საქართველოს თავს დაესხა კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული რუსეთი. აგრესიის მიზანი ლავროვმა ჩამოაყალიბა კონდოლიზა რაისთან საუბარში – „საქართველოს სრული განადგურება“. რუსებს პირველი შეეგებნენ ჩვენი საამაყო შეიარაღებული ძალები, მათ შეძლეს ჩვენზე მრავალგზის აღმატებული ძალების პირველი შეტევების მოგერიება. რუსები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მე დამეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩამოკიდებით“ მემუქრებოდნენ. მე არამხოლოდ ფეხი არ მოვიცვალე, არამედ შევძელი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია. სწორედ ჩვენი ჯარის თავგანწირვამ და ცოტა მოგვიანებით ამერიკის და ევროპის ლიდერების ჩარევამ, მათ შორის ამერიკის მე-6 ფლოტის გემების გამოგზავნამ შეაჩერა რუსეთის ჯარი თბილისის მისადგომებთან და იმ ეტაპზე პუტინს ხელი ააღებინა საქართველოს სრულ ოკუპაციაზე. ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი