უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 მაისი, 2018 12:05
font-size

რთულია არ აღფრთოვანდე იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ მიაღწია ამდენი წინააღმდეგობის გათვალისწინებით - აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, საქართველო აშშ-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. გავრცელებულ პრესრელიზში აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველო აშშ-სთან საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებს.

პრესრელიზში ასევე მოყვანილია ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე რობერტ კარემის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები.

რობერტ კარემის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის ქარტიაში გაწერილი პრინციპები: კანონის უზენაესობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დღეს საფრთხის ქვეშაა და ამის მიზეზი რუსეთის მოქმედებებია, რომელიც საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის.

„საერთაშორისო წესრიგმა მოიტანა მშვიდობა და კეთილდღეობა. ამ წესრიგის დაცვის გარეშე მშვიდობა და კეთილდღეობა ვერ შენარჩუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ჰყავდეს პარტნიორი საქართველო, რომელიც მზადაა საერთო უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა კარემმა.

კარემმა აღნიშნა აშშ-ის ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს საქართველოს. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის პროგრამაზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას შეუწყობს ხელს და ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს გაზრდის.

კარემმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ პროგრესს იმ პირობებშიც მიაღწია, როცა მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„რთულია არ აღფრთოვანდე იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ამდენი წინააღმდეგობის გათვალისწინებით. საქართველოს მზადყოფნა, დაიცვას საკუთარი ხალხი, ღირებულებები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, ნამდვილად შთამბეჭდავია“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.

კარემმა აღნიშნა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს. მან პატივი მიაგო იმ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, ვინც ავღანეთსა და ერაყში დაიღუპა.

„საქართველო თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციითა და გატარებული რეფორმებით სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი