პოლიტიკა
როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია - კახა კალაძე
როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
უკვე ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა მისი საფეხბურთო და პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა.
„როდესაც ენერგეტიკის მინისტრად წარმადგინეს, ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას. მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი და ღიად ვამბობ, დავიწყე ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ გუნდთან ერთად და შევძელით ის, რაც შევძელით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ თანამშრომელს.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2011 წელი, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოვსულიყავი. რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დამარცხებას არჩევნების გზით. მაშინ ბატონი ბიძინას ირგვლივ გაერთიანდა მთელი საქართველო და ჩვენ ეს მოვახერხეთ. მინდა ასევე გავიხსენო ჩემთვის სენსიტიური მომენტი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და მინდოდა გამოვსულიყავი მაგარი ფეხბურთელი და მეთამაშა მაგარ გუნდში. ერთ დღეს მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მითხრეს წავსულიყავი სახლში. ეს სიტყვები ძალიან მძიმე იყო, ატირებული, ცრემლიანი დავბრუნდი სახლში, თუმცა თავი არ დამიხრია და მინდა გითხრათ, რომ როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ენერგეტიკის დარგში, არის იმ დაუღალავი შრომის და ერთობის შედეგი, რაც ამ წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის დარგში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის.
„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილს, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რამდენად რთული იყო, რა სიძნელეები იყო. ყოველთვის იყო პრობლემები, ყოველთვის იყვნენ მოწინააღმდეგეები, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, თუმცა ჩვენ ერთად დგომით, ერთსულოვნებით გადავტეხეთ ეს ყველაფერი და შედეგები სახეზეა“, - აღნიშნა კალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


