პოლიტიკა
როცა ქვეყანას ბანკირები მართავენ, კვდება სახელმწიფოებრივი აზროვნება - ირმა ინაშვილი
ნამდვილ "ქართულ ოცნებაში" ბანკირი პარლამენტარების და ბანკირი მინისტრების დომინირებამ მოკლა 2012-ის იდეალები, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თბილისის მერობის ,,პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მიწის გასხვისების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ,, კვლავ ბანკების ხელში სურთ ქართული მიწის ჩაგდება.“
,,როცა ქვეყანას ბანკირები მართავენ, კვდება სახელმწიფოებრივი აზროვნება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ კვდება ეროვნული აზროვნება, რადგან ბანკირ- პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ერი, არამედ მათთვის მთავარია მოგება,- კერძო კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით და ხელისუფლების უზურპაციაამიტომაც ისინი გეუბნებიან, რომ არ ესმით, რა არის ეროვნული ცნობიერება და ვერ ხვდებიან თითქოს, რა არ მოგვწონს საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო ნაწილში.
ისინი აკანონებენ უკანონობას და თუ ხმას ამოიღებ, გადანაშაულებენ დემაგოგიაში.
ისინი გპირდებიან, რომ მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაიყიდება და აქაც ცრუობენ. კვლავ ბანკების ხელში სურთ ქართული მიწის ჩაგდება.
მათ სინამდვილეში ფეხზე ჰკიდიათ ბუკიკიოც და მთელი ვენეციის კომისია.
საარჩევნო დიქტატურის დამყარების გზით, მათ სურთ ხელისუფლების უზურპაცია და ყველას აზრი, ასევე, ფეხზე ჰკიდიათ.
ისინი არ აწამებენ პატიმრებს და ჯერ არ არბევენ მიტინგებს, მაგრამ არ შეუწყვეტიათ არც ოპონენტების თვალთვალი, არც მოსმენა, არც შანტაჟი, არც დაშინება. და, სხვათა შორის, არც ბიზნესის დატერორება.
ნამდვილ "ქართულ ოცნებაში" ბანკირი პარლამენტარების და ბანკირი მინისტრების დომინირებამ მოკლა 2012-ის იდეალები. გამოფხიზლდით, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავთ ამ უბედურებას.
P.S. პატივისცემით გთხოვთ, ნუ შემომივარდებით ამ პოსტზე "ქართული ოცნების" ეგზალტირებული მომხრეები. სააკაშვილი რომ მოვიდა, პირველ წლებში მასზე კრიტიკას 3-4 კაცი თუ ბედავდა და სწორედ ეგზალტირებული საზოგადოება ესხმოდა თავს ამ 3-4 ადამიანს. ეს კინო ერთად ვნახეთ. ეს ჯოჯოხეთიც ერთად გავიარეთ. ახალი აღარ გვინდა, გთხოვთ“, - წერს ინაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


