პოლიტიკა
როცა პარლამენტში მსხდომი ყოველი მესამე ადამიანი ბიზნესმენია, მზად უნდა ვიყოთ, რომ ისინი თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ქართულ პოლიტიკაში ბიზნესმენების ჩართულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში თავისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
„მე მგონია, რომ საბედისწერო შეცდომა „ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა, სხვა ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საკითხში, დაუშვეს მაშინ, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შემოგვთავაზეს პარტიული სია, რომლის ყოველი მესამე წარმომადგენელი მსხვილი ბიზნესმენია. ამ ადამიანებს არ მიუნიშნებიათ ჩვენთვის, რომ ისინი ბიზნესს ტოვებდნენ და პოლიტიკაში მიდიოდნენ. პირიქით, ისინი მუდმივად ამას ასხივებდნენ.
როდესაც პარლამენტში ყოველ მესამე სკამზე სხედან ადამიანები, რომლებიც ბიზნესმენობენ, მაშინ მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს ხალხი თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და თუ დაინახავენ, რომ სიომ სხვა მხრიდან დაბერა და რაღაც კარგად ვერაა, პირველი ეს ხალხი იქნება, ვინც დააცხრება, რომ მომავალი იყოს გარანტირებული“, -თქვა უსუფაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


