პოლიტიკა
როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში - რომან გოცირიძე
„როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში“, - ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადება, რომ „შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არაა“.
გოცირიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ამას საზოგადოება ხედავს ოჯახისა და ქვეყნის შემოსავლების ზომით.
დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროდ, არც გამოსავალი არ არსებობს და არც გამოსავლის გზები ხელისუფლებისგან, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.
„ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოუდგენელია, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე. განვლილი 6 თვიდან ჩვენ ვერ დავინახეთ ვერცერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, მივდივართ უკან და უკან. როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში. მთავრობა მოწყდა ხალხს, აი ეს არის მთავარი ვერდიქტი, ეკონომიკის მინისტრის სასაცილო გამონათქვამისა", - განაცხადა გოცირიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


