სამართალი
როცა მანიფესტაციის მესიჯი კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, მაშინ ხდება მასში ჩარევა - ანა ნაცვლიშვილი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წარადგინა კვლევა „სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი, სადაც განხილულია მანიფესტაციის დროს სამართალდამცავების ჩარევის ფაქტები. კვლევა მოიცავს 2015-2016 წლებში გამართულ აქციებს, რომლებიც 9 ეპიზოდადაა დაყოფილი, მაგალითად, იქ შესულია პარტიზანი მებაღეების, თავისუფალი ზონის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „აუდიტორია 115“-ის წევრების დაკავების ფაქტები.
საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პოლიცია ძირითადად მაშინ ერევა აქციაში, თუკი ის ხელისუფლების კრიტიკისკენაა მიმართული.
„ჩვენთვის პრიორიტეტული იყო ამ საკითხზე კვლევის გაკეთება, ვინაიდან ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადგილი არ ჰქონდა პატარა გადაცდომებს ან ცალკეულ შემთხვევებს. ჩვენ დავინახეთ, რომ განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა შეკრებისა და მანიფესტაციის მესიჯი იყო კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლებისა და ცალკეული ადამიანების მიმართ, მაშინ ხდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის არასწორი გამოყენება და მანიფესტანტების უფლებების შელახვა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, ყველაზე ხშირად შეკრებისა და მანიფესტაციისა და სიტყვისა და გამოხატვის უფლებების ხელყოფისთვის იყენებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც „არის მოძველებული“.
კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად წაყენებული მუხლებია აქციებისა და მანიფესტაციების მონაწილეების მიმართ არის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევა. გარდა ამისა, ნახსენებია 2016 წლის შემთხვევა, როცა სასამართლომ არასწორი განმარტება გააკეთა შეკრების ადგილთან დაკავშირებით.
კვლევას ერთვის რეკომენდაციები. ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, პოლიციამ და სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი შეკრების მონაწილეთა უფლებების შესაზღუდებლად, სანამ ამ კუთხით რეფორმა არ ჩატარდება.
კვლევაში შესულია 38 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


