პოლიტიკა
როცა გულწრფელად გინდა გადაარჩინო თბილისი, იქ პრობლემების რიგითობასა და გამოცხადების მომგებიანობაზე ნაკლებად ფიქრობ - კახა კალაძე
მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ოპონენტთა კრიტიკას უპასუხა მის ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, „ხრუშოვკის“ ტიპის სახლები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება.
კალაძის განცხადებით, ამ წინადადების დაყენება არა პოპულიზმით, არამედ თბილისის პრობლემებითაა გამოწვეული.
„აქ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის აქტივისტების ჭარბი შემოჭრა, ალბათ, უფრო ბავშვური რეაქციაა, ან ყურადღების მიქცევის მცდელობა. როცა გულწრფელად გინდა გადაარჩინო თბილისი, იქ პრობლემების რიგითობასა და გამოცხადების მომგებიანობაზე ნაკლებად ფიქრობ. თბილისის პრობლემები ყველა პირველია და ყველა გადასაწყვეტია. მთავარი ისაა, რომ მალე თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე შენობებით დაიწყება. ეს საჭიროება პოლიტიკის მიღმაა. პოპულიზმისთვის ჩვენ არ გვცალია. ხუთი წელი ვმუშაობდი და შემდეგი ხუთჯერ ხუთი და მეტი წელიც იმავეს ვაპირებ. „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ - ვერ ასრულებდით, მაგრამ, იმედია, გახსოვთ“,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ კახა კალაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ე.წ. „ხრუშოვკების“ პრობლემაზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განცხადებით, მას აქვს მომზადებული პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისის გათავისუფლებას „ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან“ და „ხრუშოვკების“ ჩანაცვლებას „თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით“. კალაძემ აღნიშნა, რომ „ხრუშოვკის“ მაცხოვრებლები ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით ან შესაბამისი კომპენსაციით (ისინი თვითონ აარჩევენ).
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ მისი ინიციატივა გააკრიტიკა და პოპულიზმში დაადანაშაულა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


