პოლიტიკა
როცა ამხელა ცდომილებაა, „ფსიქოპროექტის“ ადგილზე სახელს გადავირქმევდი და სხვა საქმეს მივხედავდი - ბექა ნაცვლიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, არჩევნების მთავარი შედეგი მისი მშვიდად ჩატარებაა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის თითქმის ერთნაირი შედეგი არის დამარცხების ტოლფასი.
„თუმცა, ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის დამარცხება. არ უნდა ყოფილიყო ცალყბად მხარის დაჭერა, ომახიანად უნდა დაგვეჭირა მხარი“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, გუშინდელი არჩევნების შედეგი ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკაზე, ასევე კოჰაბიტაციაში ღრმად შესვლაზე პასუხია. დეპუტატის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა თავისი ტრადიციული ამომრჩეველი.
„ამ შედეგებით პასუხი გაგვცეს არა მხოლოდ ღრმად შესულ კოჰაბიტაციაზე, არამედ უმუშევრობასა და სიღარიბეზე. ახლამთავარ ამოცანად რჩება „ოცნების“ სკეპტიკურად განწყობილი მხარდამჭერების დაბრუნება. 2012 წელს ჩვენი ამომრჩევლები ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდნენ და ჩვენ ეს ხალხი უნდა დავაბრუნოთ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტარმა ასევე გააკრიტიკა კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“, რომელმაც „ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა.
„როცა ამხელა ცდომილებაა, „ფსიქოპროექტის“ ადგილზე სახელს გადავირქმევდი და სხვა საქმეს მივხედავდი“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


