პოლიტიკა
როცა 2006 წელს რუსი ჯაშუშები დავაკავეთ, ეუთოს თავმჯდომარე ჭორაობდა, რომ ვაჭარბებ საფრთხეს და დასავლეთს არასაჭირო კონფლიქტში ვრთავ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება დასავლეთის მხრიდან რუსი დიპლომატების გაძევების ტენდენციას, რაც უკავშირდება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლას.
სააკაშვილის თქმით, დასავლეთი გამოიღვიძე და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ 12 წლის წინ, როცა საქართველოში რუსი ჯაშუშები დააკავეს გორში მომხდარი ტერაქტის გამო, დასავლეთმა საქართველოს მთავრობას გაჩუმებისკენ მოუწოდა.
„რუსი ჯაშუშების გაძევება პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპული ქვეყნების ძალიან მნიშვნელოვანი გაადწყვეტილებაა. დასავლეთი იღვიძებს და ჯობია გვიან, ვიდრე არასდროს.
2006 წელს, მას შემდეგ, რაც დავამტკიცეთ რუსი ГРУ-ის ოფიცრების მონაწილეობა ქალაქ გორში მომხდარ ტერაქტში, სადაც ადგილობრივ პოლიციაში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ჩვენ დავაკავეთ 7 რუსი ოფიცერი, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამ ტრაგედიასთან და სხვა დანაშაულებთან. მაშინ ბევრმა დასავლელმა დიპლომატმა ზედმეტად აგრესიული და არაადეკვატური შემრაცხა. დიდი ზეწოლა მოახდინეს ჩვენზე, ხოლო ეუთოს მაშინდელი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დე გიუხტი ჭორაობდა ჟურნალისტებთან, რომ მე ვაჭარბებ საფრთხეს და დასავლეთს არასაჭირო კონფლიქტში ვრთავ. საპსუხოდ პუტინმა დაიწყო ქართველების მასობრივი დაკავება და საქართველოში გაძევება სატვირთო თვითმფრინავებით იმ დროს, როცა დასავლეთი ამას ზერელედ აკვირდებოდა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტრამპის ბრძანებით სიეტლში მთელი საკონსულო დაკეტეს, რომ რუსები არ დარჩენილიყვნენ სამხედრო ობიექტების სიახლოვეს. ჩვენთან რუსი ჯაშუშები საბოლოოდ შეავსეს ჩვენი მოთმინების ფიალა ზუსტად მაშინ, როცა მათ ურცხვად და ღიად დაიწყეს მონაცემების შეგროვება ჩვენი სამხედრიოების გადაადგილებისა და ქართული სამხედრო წარმოების შესახებ.
ახლა ყველაფერი იცვლება და ღმერთს მადლობა, ახლა მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე.
პ.ს. რაც შეეხება პოროშენკოს გადაწყვეტილებას სოლიდარობის ნიშნით 13 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, ოთხწლიანი ომისა და 10 000 უკრაინელის მკვლელობის შემდეგ ამ ჟესტის გაკეთება თავის მოსაწონებლად უკრაინელ ერს ამცირებს. ჩვენ საქართველოში ეს საკითხი მარტივად მოვაგვარეთ. პუტინის თავდასხმის შემდეგ მალევე საერთოდ დავხურეთ რუსეთის საკონსულო და შევწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობები“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.
ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლის გამო, რომელშიც ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს, რუს დიპლომატებს მსოლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ.
აშშ-მ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, მას შეუერთდნენ გერმანია, უკრაინა, დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, იტალია, კანადა, ჰოლანდია, რუმინეთი, ფინეთი, ესპანეთი და ა.შ.
სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


