კომენტარი
როტაციის პრინციპით შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების შემოსვლა რუსეთის აგრესიის შემაკავებელი იქნება - თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ თუ როტაციის პრინციპით შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდი შევა, ეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შემაკავებელი ფაქტორი იქნება.
ამის შესახებ შარაშენიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენი დაცვა შესაძლებელია, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ შავი ზღვიდან. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ახლა ხმელეთიდან ჩვენი დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. გავიხსენოთ ომი. ომის დროს, როდესაც შემოვიდა ამერიკული სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეჩერდა რუსული არმია. თუკი ნატო ნელ -ნელა მიხედავს შავ ზღვას, შავ ზღვაში თუ იქნება როტაციის პრინციპით ხშირად, ანუ შემოვა ნატო-ს ხომალდები, ეს იქნება ყველაზე უფრო სერიოზული შემაკავებელი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“,-აღნიშნა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაძლიერებაზე შეთანხმება მიღწეულია.
მისი თქმით, 6 ქვეყნის მონაწილეობით გაიზრდება ალიანსის სახმელთო, საზღვაო და საჰაერო ძალების კონტინგენტი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


