სამართალი
როსტომაშვილის თავდასხმაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბექა კირვალიძემ შიმშილობა დაიწყო
ბექა კირვალიძემ, რომელიც დავით როსტომაშვილის თავდასხმაზე ერთ-ერთი ბრალდებულია, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ კირვალიძის დედამ განაცხადა.
ბექა კირვალიძის დედა დახმარებისთვის და სიმართლის დამტკიცებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართავს და ამბობს, რომ ყაჩაღობა არ მომხდარა. დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, კირვალიძე როსტომაშვილს პირადი შურისძიების მოტივით გაუსწორდა, რაც ვიდეო კადრებმაც დაადასტურა.
საქმეზე დაკავებული კიდევ 2 პირი ცემის ფაქტს საერთოდ არ აღიარებენ.
2017 წლის 14 ივნისს, იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა სამი პირი - ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯანოვი. მათ ბრალად, დაყაჩაღების მიზნით, მსახიობზე თავდასხმა ედებათ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


