საზოგადოება
როსტომ ჩხეიძეს წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზის ჯილდო გადაეცა
მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოება გაიმართა. სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც ლევან ბერძენიშვილი თავმჯდომარეობდა, გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოავლინა.
პრემიის ლაურეატებს ჯილდოები კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და მწერალთა სახლის დირექტორმა, ნატა ლომოურმა გადასცეს.
წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გახდნენ:
წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“;
წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი - არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“;
წლის საუკეთესო დებიუტი - გიორგი შონია, ჰანს პრომველის „ფაბრიკაცია“;
დიზაინი – წლის საუკეთესო წიგნის გარეკანის (ყდის) - დენიელ კიზი, „ყვავილები ელჯერნონისთვის“; დიზაინი: ნატალია ავალიანი.
ნატა ლომოურის თქმით, „ლიტერას“ წელს ახალი ნომინაცია - „წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა“ დაემატა, რომელიც როსტომ ჩხეიძეს ნაწარმოებისთვის - „პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა“ ( კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების ქრონიკა) გადაეცა. აღნიშნული ნაწარმოები გამომცემლობა „ჩვენმა მწერლობამ“ გამოსცა.
„კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ დაარსებულ ლიტერატურულ კონკურს „ლიტერაში“ გამარჯვებას ყველას ვულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


