პოლიტიკა
როსტომ ჩხეიძე: არჩევანი - 8 სექტემბრის ქრონიკა
სამხედრო გადატრიალებისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდგომ ტრიუმვირატი რომ დახვრეტდა პროტესტანტთა მიტინგებს, მერე უკვე - სამხედრო საბჭოს სახელმწიფო საბჭო რომ დაერქმეოდა - მთლად მასობრივ დახვრეტას მოერიდებოდნენ, მაგრამ უმოწყალოდ კი არბევდნენ - ქალსა და კაცს არ არჩევდნენ, ხელკეტებით უსწორდებოდნენ და წაქცეულებზე ფეხითაც დგებოდნენ.
როდესაც ჟურნალისტი ჰკითხავდა სპეცრაზმის მეთაურს თემურ მღებრიშვილს:
ადამიანებს ასე სასტიკად რატომ ურტყამთო?
ის გაოცებით მიუგებდა:
რას ამბობ, ადამიანებს სულაც არ ვურტყამთ, ჩვენ მხოლოდ ზვიადისტებს ვურტყამთო!..
სამთავრობო იდეოლოგიას როგორც ჩაებეჭდა თავში მისთვისაც და მისი რაზმელებისთვისაც.
ახლაც სამთავრობო იდეოლოგია უბეჭდავს თავში პოლიციელებსაც და ტიტუშკებსაც ქვეყნისათვის თავდადებულ ადამიანთა უმოწყალო გამეტებას იმ მოტივით:
ესენი ადამიანები კი არ არიან, არამედ დასავლეთის ანუ გარყვნილების ბუდის მომხრეებიო.
მელიქიშვილის გამზირზეც რაც დატრიალდებოდა.
ან კი რას შეიძლება ელოდო უკეთესს იმ ხელისუფალთაგან, რომელნიც რუსეთის პროვინციად გადაქცევას საქართველოს სუვერენიტეტს არქმევენ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას კი - უაზრობასა და სისხლით დაღვრას ვიღაცის პიარისათვის.
გარდამტეხი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შუაგულში ვართ მოქცეული და ჩვენს შეუპოვრობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება საქართველოს ბედი!
როსტომ ჩსეიძე,
მწერალი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


