სამართალი
რომც არ მიეცა ჩვენება, ბრალდების მტკიცებულებები არ იყო საკმარისი მამა გიორგის დანაშაულის დასადგენად - ადვოკატი
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩვენების მიცემა თავისი განვლილი ცხოვრების აღწერით დაიწყო, - განუცხადა ჟურნალისტებს ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, პაატა მეხვრიშვილმა.
მისი თქმით, პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მოღვაწეობის შემდეგ საქართველოში, იმ ეპარქიაში სადაც მან საეკლესიო მოღვაწეობა დაიწყო, დარჩენა პატრიარქმა სთხოვა.
როგორც ადვოკატები ამბობენ, ბრალდებულის ჩვენებაში გაჟღერდება ყველა ის ინფორმაცია, რაზეც მან გამოძიების პირველ ეტაპზე ერთხელ უკვე ისაუბრა.
„ის ვალდებული ამ ჩვენებაზე არ იყო, მისი სურვილია, რომ დაეხმაროს სასამართლოს, რომ გაირკვეს სიმართლე. რომც არ მიეცა ჩვენება, ბრალდების მტკიცებულებები არ იყო საკმარისი მამა გიორგის დანაშაულის დასადგენად.
მან დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ მოხდა მისი ეკლესიასთან დაკავშირება, როგორ მოხდა მღვდლად კურთხევა, სად და როდის მოღვაწეობდა - ჯერ უკრაინაში და შემდგომ საქართველოში. ასევე როგორ თხოვა მას პატრიარქმა საქართველოში დარჩენა. მას ამის სურვილი არ ჰქონდა და თავად პატრიარქმა სთხოვა დაბრუნებულიყო იმ ეპარქიაში, საიდანაც დაიწყო მოღვაწეობა.
მისი გავლილი ცხოვრების აღწერით დაიწყო თავისუფალი თხრობის რეჟიმში ჩვენების მიცემა. მას ყველა წინადადებასა თუ ფრაზაზე აქვს კონკრეტული ახსნა და პასუხები, თუ რას და რატომ გულისხმობდა იმ აუდიო-ვიდეოჩანაწერში რაც პროკურატურას გააჩნია“, - განაცხადა პაატა მეხვრიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


