პოლიტიკა
რომელიმე სპორტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი, რომ პირველკლასელის ჩანთის ტარება შეგძლებოდა - მიხეილ ბატიაშვილი
განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხზე მუშაობა გრძელდება. კერძოდ, მან გამოჰყო სასკოლო სახელმძღვანელოების სიმძიმის საკითხი და აღნიშნა, რომ ამაზე გარკვეული პრობლემები გადაწყვეტილია.
გარდა ამისა, ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა თანამედროვე მსოფლიო სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის საკითხს ქართულ სკოლებში.
„მოხდა განახლება სასწავლო გეგმების და ახალი სახელმძღვანელოები შევა სექტემბრიდან სკოლებში. ვიცი, რომ პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს ახალი სასწავლო გეგმების მიხედვით. ვიცი, რომ სახელმძღვანელოების წონის პრობლემა იყო - რომელიმე სპორტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი, რომ პირველკლასელის ჩანთის ტარება შეგძლებოდა. როგორც ვიცი, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები გადაწყვეტილია, თუმცა ამას განვითარება სჭირდება. სკოლების სახელმძღვანელოების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ვფიქრობთ, რომ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების ნამუშევრები, ასევე ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ მსოფლიოში არსებული სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. ანუ ყველაზე თანამედროვე გამოცემები, რომელიც არის ევროპისა და ამერიკის განვითარებული ქვეყნების სკოლებში, რატომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი? ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ შეიძლება გავამდიდროთ სახელმძღვანელოების ნაწილი“, - განაცხადა ბატიაშვილმა საპარლამენტთო კომიტეტთა გაერთიანებულ სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


