უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2018 13:00
font-size

რომელი რომელს სჯობს, ეს ჩემი განსასჯელი არ არის, ამაზე ორთოდოქსმა ნაცებმა და ქოცებმა იდავონ - სანდრო ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის ივნისში დატოვა , სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. მისივე თქმით, არცერთი კანდიატი მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ შეესაბამება, რის გამოც ორივეს გადახაზვას აპირებს.

მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, „ქართულ ოცნებას“ სტატუსში ოპოზიციაში გავრცელებული სახელით „ქოცებად“ მოიხსენია.

„მე არ ვაპირებ მივცე ხმა მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს და აი, რატომ:

1. ჩემი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავიდა, თუმცა, ამის მოლოდინი არც მქონდა.

2. არც ვაშაძეს და არც ზურაბიშვილს ხმას არცერთ სიტუაციაში არ მივცემ, რადგან არცერთი არ შეესაბამება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და ფასეულობებს.

3. მე არ ვეხები მათ პიროვნებას. იარლიყების მიწებება ჩემი სტილი არ არის. მთავარი ისაა, რომ ორივე მათგანი საკუთარი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ფიგურა კი არ არის, არამედ ვიღაც სხვისი წარმომადგენელია. ორივე შემთხვევაში ეს ვიღაც „სხვა“ ავტოკრატია, რომლის მთავარი მიზანი პიროვნული ძალაუფლების მოპოვება ან/და შენარჩუნებაა და არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა.

4. რომელი რომელს სჯობს, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ამაზე ორთოდოქსმა ნაცებმა და ქოცებმა იდავონ. მე ვერ გავხდები რომელიმე მათგანის მძევალი და არ დავყვები მათ პრიმიტიულ ლოგიკას, რომ თუ „მოღალატეს“ მისცემ ხმას, შენც მოღალატე იქნები, ხოლო თუ ვაშაძეს მისცემ ხმას, ამით სისხლში გაისვრები, რადგან სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას მიეცი ხმა. სწორედ ასეთი მიდგომაა ფაშიზმიც, ბოლშევიზმიც და ყოველივე სხვა უბედურება, რადგან არცერთი არ იგუებს განსხვავებულ პოზიციას.

5. მე ვთვლი, რომ საჭიროა რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც სახლში დარჩენილი ხალხის ინტერესის გამომხატველი იქნება. პირველ ტურში არგამოცხადებული 55%-დან 20% მაინც ხომ არის ისეთი, რომელიც სიამოვნებით წავიდოდა არჩევნებზე, მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი რომ ჰყოლოდა?

6. ამასთანავე, მე მაქვს არჩევანი, როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციაში: ან არ უნდა წავიდე არჩევნებზე, ან უნდა წავიდე და გადავხაზო ორივე კანდიდატი. ამ ორი შესაძლებლობიდან, მე პირადად, ვირჩევ მეორეს. ვიცი, რომ ჩემი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდება, მაგრამ არა უშავს. გამარჯვებული კანდიდატის ლეგიტიმაცია ამ ერთი მიუცემელი ხმით მაინც შემცირდება. სხვას შეუძლია აირჩიოს მეორე ვარიანტი და დარჩეს სახლში.

ამდენად, ვისაც არ გაქვთ პოზიტიური არჩევანი, ნუ გახდებით რომელიმე მხარის უკიდურესად აგრესიული ნეგატიური კამპანიის მსხვერპლი და ნუ განამტკიცებთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ თქვენთვის მიუღებელი კანდიდატის ლეგიტიმაციას. დარჩით სახლში ან წადით და გადახაზეთ ორივე კანდიდატი“, - დაწერა ბარამიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი