უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2025 11:28
font-size

რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია? საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

21 უნივერსიტეტი, 360-ზე მეტი სტიპენდიატი - ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: stipendia.bog.ge

რა უნდა იცოდე, საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?

საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი ყოველწლიურად შეავსონ და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება.

  • სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA) და სამოტივაციო წერილის მიხედვით ხდება;

რომელ უნივერსიტეტებში შეძლებ მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?

სტიპენდიების პროექტში 21 ადგილობრივი უნივერსიტეტია ჩართული, მათ შორის:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი)
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
  3. თავისუფალი უნივერსიტეტი
  4. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  5. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  6. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
  7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  9. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
  10. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  11. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  12. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  13. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  14. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
  15. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)
  16. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  17. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  18. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
  19. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
  20. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  21. საქართველოს უნივერსიტეტი

თუ გსურს, გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გამოგზავნე განაცხადი 30 ნოემბრამდე და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

ინფორმაციისთვის, ეს საქართველოს ბანკის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტის ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა მეშვეობით 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობას. საქართველოს ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი