პოლიტიკა
რომან კაკულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების ახალი მიმართულებებით გაგრძელებაზე ისაუბრეს.
მხარეების თქმით, ორ ქვეყანას თანამშრომლობის ფართო გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის სფეროში, სადაც მრავალი პროგრამა უკვე განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება, კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან კონსულტაციების ფორმატის შემუშავება იქნება - კერძოდ კი, საელჩოს მხარდაჭერით, ბიზნესსექტორის სხვადასხვა სეგმენტისა და პარლამენტის, მთავრობის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზება.
რომან კაკულიას განცხადებით, შესაძლებელია შეხვედრები პარლამენტშიც გაიმართოს, თუმცა, მისივე შეფასებით, გასვლითი შეხვედრები და ერთობლივი მსჯელობის ფორმატი უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა გაიზიარა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


