პოლიტიკა
რომან გოცირიძის ფინანსურ-საგადასახადო ინიციატივებს მხარი არ დაუჭირეს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ ფინანსურ-საგადასახადო ინიციატივებს მხარი არ დაუჭირა.
ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ კომიტეტს ამ მიმართულებით შვიდი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.
საკანონმდებლო ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ასევე გათვალიწინებულია საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის იმ ზედა ზღვარის გაზრდა, რომლის მიხედვით, გადასახადის დიდი ოდენობით თავის არიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა მაშინ დაეკისრება, თუკი თანხა 500 000 ლარს აღემატება.
როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა, რომან გოცირიძემ განმარტა, წარმოდგენილი ინიციატივები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 60 მილიონი ლარით შეამცირებს, თუმცა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


