პოლიტიკა
რომან გოცირიძე სახელფასო კანონპროექტზე: როგორც იღებდნენ ორმოცჯერ პრემიებს, ასევე გააგრძელებენ ამ საქმიანობას მომავალში
საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, რომან გოცირიძე შრომითი ანაზღაურების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
,,პარლამენტში პინოჩეტის კანონის განხილვა დაიწყო. პინოჩეტის იმიტომ, რომ ძალიან წყალობდა შეიარაღებულ სტრუქტურებს. ჩვენთან ის განსხვავებაა, რომ მხოლოდ უფროსობა სარგებლობს პრივილეგიებით.
ხელფასების, პრემიების, დანამატების შესახებ კანონი ძალოვან სტრუქტურებს არ შეეხება. არ ეხება ასევე უამრავ სხვა უწყებას. ნახ-ნახევარა კანონია:). როგორც იღებდნენ ორმოცჯერ პრემიებს, ასევე გააგრძელებენ ამ საქმიანობას მომავალში. 65 ათასი საჯარო მოხელე არ დაექვემდებარება ახალი კანონის მოქმედების სფეროს.
თუ დღემდე სახელფასო განუკითხაობა კანონის არარსებობით აიხსნებოდა, ახლა კანონის ძალით გაეხსნებათ ხელ-ფეხი“, - წერს გოცირიძე,
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში შესულია შრომითი ანაზღაურების შესახებ კანონპროექტი, რომლის შედეგადაც შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე გადასვლა მოხდება და მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების განაწილების წესი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


