უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2025 12:37
font-size

რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა - BBC

BBC-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, - ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის სტატიაში.

გამოცემის ცნობით, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობით, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

„კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იან წლებიდან აღარ გამოიყენებენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით - რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“, - წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, მათ მოახერხეს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება.

„აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ სიაში ეწერა, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციებთან ერთად. გვინდოდა გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს სია ავთენტური, ამიტომ ის ვაჩვენეთ სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ჩანდა. მისი თქმით, ორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც დასახელებული არ არის, სავარაუდოდ ის ქიმიური ნივთიერებები იყო, რომლებიც წყლის ჭავლში ჩაამატეს“, - წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

„UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილ ციანიდი, ასევე ცნობილი როგორც კამიტი, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად. ჩვენ ვთხოვეთ პროფესორ კრისტოფერ ჰოლშტეგეს, წამყვან ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის ექსპერტს მსოფლიოში, შეეფასებინა, მიუთითებდა თუ არა ჩვენი მტკიცებულებები იმაზე, რომ გამოყენებული აგენტი კამიტი იყო“, - წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, ექსპერტმა განაცხადა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოწმეების მიერ მოწოდებული კლინიკური დასკვნები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდს.

BBC-ი წერს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, პოლიციის ძალებს უფლება აქვთ გამოიყენონ ქიმიკატები კონტროლისთვის, თუ ისინი პროპორციულად ითვლება და მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი აქვთ.

BBC-ის ცნობით, იარაღის ექსპერტებმა მათ განუცხადეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციისთვის ხელმისაწვდომია არეულობის კონტროლის უფრო უსაფრთხო და ტრადიციული საშუალებები, მოძველებული და უფრო ძლიერი აგენტი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ქიმიური იარაღი.

„დასკვნები შემაშფოთებელია“, - განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში, ალის ედვარდსმა. BBC-ის ცნობით, ედვარდსმა ადრე მისწერა საქართველოს მთავრობას საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალადობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ.

როგორც მან BBC-სთან განაცხადა, წყლის ჭავლით ქიმიკატების გამოყენების მკაცრი რეგულაციის არარსებობა არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას სურს.

„ეს მაფიქრებინებს, რომ [ეს პრაქტიკა] ექსპერიმენტულ იარაღად მივიჩნიო. მოსახლეობა არასდროს არ უნდა დაექვემდებაროს ექსპერიმენტებს. ეს აბსოლუტურად არღვევს ადამიანის უფლებების კანონს“, - აღნიშნა ალის ედვარდსმა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არეულობის კონტროლის ნებისმიერი ზომა დროებითი უნდა იყოს და რომ აღწერილი სიმპტომები სცილდება იმას, რაც დროებითად და მისაღებად ჩაითვლება.

„ამიტომ, ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას გამოძიებული, მათ შორის წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის რუბრიკით“, - აღნიშნა ალის ედვარდსმა BBC-სთან.

BBC-ი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოცემის დასკვნებს ღრმად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე რეაგირებისას.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი