სამართალი
რომ არა შს მინისტრის ბრძანება, ბექა ხახუბია ცოცხალი იქნებოდა - ზვიად კუპრავა
დღეს გორის რაიონულ სასამართლოში გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეს განიხილავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ მომხდარზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს დააკისრა.
მისი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევამდე ხახუბია დაკავებული იყო, თუმცა მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაუშვეს.
„რომ არა მინისტრის უკანონო ბრძანება და უკანონოდ რომ არ გათავისუფლებულიყო ბექა ხახუბია დაკავებიდან, დღეს ბექა ხახუბია იქნებოდა ცოცხალი, ვინაიდან, ის იმ ღამეს გაატარებდა წინასწარი დაკავების იზოლატორში და მეორე დღეს სასმართლოზე ის ან ჯარიმით, ან სიტყვიერი გაფრთიხლებით გამოვიდოდა სასამართლოდან, დღეს ბექა ხახუბია გააგრძელებდა ცხოვრებას, ის იქნებოდა ცოცხალი, მაგრამ ის შეეწირა მინისტრის უკანონო ბრძანებას“,- განაცხადა კუპრავამ.
21 წლის ბექა ხახუბია ავარიას 16 მაისს ემსხვერპლა.
გავრცელებული ვერსიით, პოლიცია მის შეჩერებას ცდილობდა, რის გამოც გზის გადაკვეთისთვის სატვირთო ტრაილერი გამოიყენეს, რომელსაც შემდგომ ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა.
დაღუპული ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


