პოლიტიკა
როგორც ვიცით, თამადაც გყავთ და დაგტოვებთ - გოკა გაბაშვილმა საკრებულოს კომისიების გაფართოებული სხდომა დატოვა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სამმა წევრმა, გაერთიანებული კომისიების გაფართოებული სხდომა პროტექსტის ნიშნად დატოვა.
პარტიის ერთ-ერთი წევრის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი მთავრობის წევრთა წარდგენაზე კახი კალაძის არმისვლა გახდა.
„თბილისის ახლად არჩეული მერი,ს კახი კალაძის კაბინეტის წარდგენაზე არ არის თბილისის მერი. ეს ჩვენი აზრით, არის ძალიან უცნაური. ჩვენ მასთან გვქონდა შეკითხვები, მაგალითად, რატომ დარჩნენ საკვანძო პოსტებზე ნარმანიას გუნდის წევრები, რომელსაც ის აკრიტიკებდა წინასაარჩევნო პერიოდში; რატომ დაემატა ამას ქსენოფობი, ჰომოფობი და კაცთმოძულე ადამიანები; რატომ დარჩა სუს-ის კონტროლი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი შეკითხვაა. ასევე შეკითხვებია, რომელიც თბილისელების უმრავლესობას აინტერესებს.
კომისიის განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. ადამიანებს მოვთხოვოთ საკუთარი თავის დახასიათება და არ მოვისმინოთ თუ რატომ შეარჩიეს ისინი - აბსოლუტურად არასწორად მიგვაჩნია. ამიტომ, ჩვენ ამ განხილვას არ დავესწრებით. როგორც ვიცით, თამადაც გყავთ და დაგტოვებთ”,-განაცხადა გაბაშვილმა.
თბილისის საკრებულოში თბილისის ახალი მთავრობის წევრთა დასამტკიცებლად კენჭისყრა 17:00 საათზე იგეგმება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


