უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2018 12:30
font-size

როგორც პირველი ტურის წინ, მე ვფიქრობ ამ დღეებშიც ძალიან შესამჩნევია ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართ აგრესია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურის წინაც შესამჩნევია ოპონენტების მიხრიდან ურთიერთაგრესია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალქალაქის ინციდენტის დროული გამოძიება და შესაბამისი პირების დასჯა.

„ზოგადად, როგორც პირველი ტურის წინ, მე ვფიქრობ ამ დღეებშიც ძალიან შესამჩნევია ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართ აგრესია. ვგულისხმობ ვერბალურად გამოხატულ აგრესიას, სოციალურ ქსელებში გამოხატულ აგრესიას, სიძულვილის ენას, დეზინფორმაციის გავრცელებას. თვალს ვადევნებდით ასევე სამოქალაქო სექტორზე თავდასხმას, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ორგანიზებულად სოციალურ ქსელებში. რა თქმა უნდა, ახალქალაქის ინციდენტი ძალიან სერიოზული შემთხვევაა, რადგან პირდაპირ ჩანს, რომ აქ არსებობდა პოლიტიკური მოტივი და სწორედ პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფაქტს ჰყავდა არაერთი თვითმხილველი, ვინაიდან, ჩვენ გვაქვს ოფისი და ჩვენი წარმომადგენლები ძალიან დროულად მივიდნენ ადგილზე. მე იმედი მაქვს, რომ პოლიცია დროულად მოახდენს ამ ადამიანების იდენტიფიცირებას. დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან თვითმხილველებიც და აღნიშნული საქმის გამოძიება მოხდება დროულად, სწრაფად და სწორი კვალიფიკაციით და პირების პასუხისგებაში მიცემა", - განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი