საზოგადოება
როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით გრიპის შემთხვევები ნაკლებია - იაშვილის საავადმყოფოს დირექტორი
იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებიტ, არსებული დინამიკით, გრიპის შემთხვევები კლებულობს.
ჩხაიძემ კლინიკაში გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებებით მიმართვიანობის სტატისტიკაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს.
„დეკემბრის ბოლო კვირას ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზებული იყო 32 პაციენტი, იანვრის პირველ კვირას - 20 პაციენტი. მომართვიანობა, ჰოსპიტალიზაცია და გართულებით მიმდინარე შემთხვევები იანვრის პირველ კვირას ნაკლებია, ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში.
კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვანია - მძიმე შემთხვევების რაოდენობამ ანუ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არ შეცვლილა და 3 პაციენტი მკურნალობს. ორ მათგანთან დადგენილია გრიპის შემთხვევა გართულებული ფილტვების ანთებით, ერთ პაციენტთან კი გრიპი მიმდინარეობს ფილტვების ანთების გარეშე. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ორ მათგანს ხვალ გადავიყვანთ კრიტიკული მედიცინის ექიმების კონტროლიდან. ერთი კი გააგრძელებს მკურნალობას.
დღეს დილით იაშვილის კლინიკაში წევს 63 პაციენტი, სადაც დადგენილია გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების კლინიკური ნიშნების მიხედვით დიაგნოზი. გუშინდელი მდგომარეობით იყო 72 პაციენტი ანუ ყოველდღიური დინამიკაც არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე. პირიქით, როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით შემთხვევები ნაკლებია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით მონაცემები მკვეთრად გაზრდილია. გასულ წელს ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა A გრიპის არ ყოფილა. წელს კი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა A გრიპის ვირუსის უკვე 52-ია.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


