პოლიტიკა
როგორც კი ბატონი შოთაძის მხრიდან ინფორმაციის მიღება გახდება აუცილებელი, მას პარლამენტში კომისიაზე დავიბარებთ - ოთარ კახიძე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისია გამოკითხავს ყველა პირს, ვისი დაბარების საჭიროება დადგება.
„კომისიისთვის მირზა სუბელიანისგან ინფორმაციის მიღება ძალიან საინტერესოა. ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ახსნა-განმარტებას მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ჩამოვართმევთ. როგორც კი ბატონი შოთაძის მხრიდან ინფორმაციის მიღება გახდება აუცილებელი, მას პარლამენტში კომისიაზე დავიბარებთ“,- თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.
საგამოძიებო კომისია დღეს გამართავს მორიგ სხდომას, რომელზეც გაირკვევა, როდის გამოკითხავენ პროკურატურის ყოფილ თანამშრომელ მირზა სუბელიანსა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


