პოლიტიკა
როგორც ჩანს, უმრავლესობისა და პრეზიდენტის შეხვედრა არ შედგება - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ვარაუდით, ახლად მიღებულ კონსტიტუციაზე სალაპარაკოდ მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის შეხვედრა არ შედგება. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უმრავლესობის შეთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
„როგორც იცით, ჩვენგან გამოითქვა სურვილი, რომ გვქონოდა შეხვედრა და მსჯელობა, თუმცა როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ შედგება. ყოველ შემთხვევაში, მე შეხვედრაზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვეტო დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ მზადაა, ქვეყნის პირველ პირს შეხვდეს.
28 სექტემბერს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ უმრავლესობის სურვილის შემთხვევაში, ის შეხვდება მმართველ გუნდს.
ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს მიიღო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


