უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2020 17:15
font-size

როგორც ჩანს მოეწონა ხელისუფლებას ასე კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანების უფლებები დარღვეულია, როდესაც ადამიანები ტერორის ქვეშ ჰყავთ - დავით ჭიჭინაძე

არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, მონები კიდევ თავისუფლებას ვერ ქმნიან. შესაბამისად, მონებისთვის ამ უფლებების მიცემა არ შეიძლება, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, მმართველი გუნდის ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასაც გულისხმობს.

ჭიჭინაძის თქმით, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მომავალში ნებისმიერ შეკრება, რომელსაც არა „ქართული ოცნება“ ჩაატარებს, კანონგარეშედ გამოცხადდეს.

„როგორც ჩანს მოეწონა ხელისუფლებას ასე კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანების უფლებები დარღვეულია, როდესაც ადამიანები ტერორის ქვეშ ჰყავთ; ძალიან მოეწონა საუკუნეების განმავლობაში მოპოვებული ფუნდამენტალური უფლებების ერთი ხელის მოსმით ჩამორთმევა. ამიტომ, ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ კანონს ხმას მისცემს, მომავალში აუცილებლად დაისჯება. თუმცა, ყველას გვახსოვს ისიც, რომ ახლანდელი პრემიერი, ჯერ კიდევ შს მინისტრობის დროს დარბოდა თავის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალებით, საჭირო იყო თუ არა და კინაღამ „ააფეთქა“ ქვეყანა არაერთხელ და ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნების დროს რომ იქნება ასეთი უფლებები, რა მოხდება მერე?! ანუ, ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ჩაატარებს არა „ქართული ოცნება“ , დიდი ალბათობით შესაძლოა კანონგარეშე გამოცხადდეს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი