უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 აგვისტო, 2025 15:40
font-size

როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა - ირაკლი კობახიძე

როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი გაყალბებული გზით იყო დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ომის დაწყებით მან გარე დავალება შეასრულა.

„2018 წელს პირველად განაცხადა „ნაცმოძრაობამ“, რომ მათ არ დაუწყიათ ომი, მანამდე არც ერთხელ არ გაუბედავთ ამის თქმა, რადგან ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა 2008 წლის დილიდან, როდესაც გვიცხადებდა პირადად სააკაშვილი, გვიცხადებდნენ იაკობაშვილი, ლომაია და სხვები, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, ისინი ათავისუფლებდნენ ცხინვალის რეგიონს, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდები და ა.შ. ეს ხომ ყველას გვახსოვდა, ამიტომ 2018 წლამდე ვერ ბედავდნენ საპირისპიროს თქმას და 2018 წელს გადაწყვიტეს, რომ თურმე არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს ასევე გადაწყვიტეს, რომ ომი დაიწყო არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს და ა.შ. ეს ყველაფერი არის სირცხვილი. 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ცალსახად. ის იყო გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ამ მოღალატემ, გაყალბებული გზით დარჩენილმა მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი.

როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში, მოატყუეს ხალხი. ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები, მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს, შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს თავის დროზე ომი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი