უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2020 10:55
font-size

როგორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით

ქსოვილის ნიღბებით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ საზოგადოებრივ ადგილებში კორონავირუსის გავრცელება, სადაც ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა გართულებულია. მაგრამ ამ ფუნქციის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ სამშრიანი ნიღბების შემთხვევაში, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ რეკომენდაციებში.

ნიღბების მასალის იდეალური კომბინაცია ასეთია:

შიგნითა, სახისკენ მიმართული შრე უნდა იყოს ტენის კარგად შემწოვი მასალისაგან მაგალითად, ბამბის ქსოვილისაგან.

გარეთა შრეს უნდა ჰქონდეს ტენის ამრეკლავი თვისება, რათა ირგვლივ მყოფი ადამიანების სასუნთქი გზებიდან წამოსულმა სითხის მცირე წვეთებმა არ შეაღწიოს ნიღაბში. ასეთი თვისებით ხასიათდება სინთეტიკური ქსოვილები-პოლიპროპილენი, პოლიესთერი ან მათი ნარევი.

შუა შრემ უნდა შეასრულოს ფილტრის როლი და შეაკავოს ვირუსები. ამ მიზნისთვის გამოდგება სინთეტიკური არაქსოვილოვანი მასალა, როგორიცაა პოლიპროპილენი, უკიდურეს შემთხვევაში ბამბის ქსოვილიც წავა, მაგრამ მას ფილტრის ფუნქცია უფრო ნაკლებად აქვს, სინთეტიკასთან შედარებით.

არაა რეკომენდებული ნიღბების შეკერვა ელასტიური ტრიკოტაჟის მასალისგან, რადგანაც ამ ქსოვილს ფილტრის ფუნქცია ნაკლებად აქვს და მათი გარეცხვა არ შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე.

ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირს, ლოყებს, ნიკაპს და მჭიდროდ უნდა ეკვროდეს კანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიღბის ტარებას აზრი არ აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნიღაბი უნდა იყოს ინდივიდუალური. ამიტომ ნურავის ათხოვებთ თქვენს ნიღაბს. ნიღაბის დასველებისთანავე საჭიროა მისი მშრალით შეცვლა, ამიტომ რამოდენიმე ნიღაბი ყოველთვის უნდა გქონდეთ თან.

ნახმარი ნიღბის მოხსნისას, არ შეეხოთ მის გარეთა შრეს, თვალებსა და პირს. სველი ნიღაბი ჩადეთ ჰერმეტულ პაკეტში და დაიბანეთ ხელები.

ქსოვილის ნიღაბი ხშირად უნდა გაირეცხოს საპნით ან სარეცხი ფხვნილით, ამასთან სასურველია 60 გრადუსზე.

წყარო

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი