სამართალი
როგორ შეიძლება პრეზიდენტი გაასამართლო მისთვის მინიჭებული უფლების გამო, რომ მან შეიწყალა გარკვეული პირები - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს.
როგორც სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა, სოფო გოგლიჩიძემ განაცხადა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.
„ჩემს მიერ უკვე სრულყოფილად არის შესწავლილი საქმის მასალები და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი. ის, რაც ბრალდების მხარეს სასამართლოში შემოტანილი აქვს მტკიცებულებები, თითქმის ყველა მოწმის ჩვენება არის ირიბი. როგორ შეიძლება პრეზიდენტი გაასამართლო მისთვის მინიჭებული უფლების გამო, რომ მან შეიწყალა გარკვეული პირები მაშინ, როდესაც ამის სრული უფლება ჰქონდა. ანუ, შეუძლებელია ამის გამო გასამართლდეს პრეზიდენტი,“ - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.
ცნობისათვის, სასამართლო სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას ედავება.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


